მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-მა ლიდერობა დაკარგა

5e135b17b96ed
BM.GE
06.01.20 20:49
1024
Boeing-მა ლიდერობა დაკარგა. როგორც Reuters-ი წერს, მოდელ 737 Max-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გაყიდვების მაჩვენებლით Boeing-ს Airbus-მა გადაუსწრო.

კერძოდ, Boeing-მა 345 ლაინერი აწარმოა, რაც 2018 წლის მაჩვენებლის ნახევარია. მაშინ ამერიკულმა კომპანიამ მიმწოდებელს 806 თვითმფრინავი მიაწოდა. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან კი მოდელ 737 MAX-ის წარმოება მთლიანად შეყვიტეს.

შეგახსენებთ, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის 10 მარტს Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა, შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემების მიზეზი მანევრირების გაუმჯობესების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ამ კონკრეტული მოდელის ავიალაინერებით ფრენები შეწყდა.