რუსეთის მთავრობამ არამეგობრული/არაკეთილგანწყობილი ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელთა შორის საქართველო არ მოხვდა.
„დამტკიცდეს მითითებული სია იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების, რომლებმაც რუსეთის, რუსული კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ არამეგობრული ქმედებები განახორციელეს“, - წერია ბრძანებაში.
სიაშია:
აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთ, უკრაინა, ჩერნიგორია, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.
მთავრობაში განმარტავენ, რომ რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, ასევე სახელმწიფო, მისი რეგიონები და მუნიციპალიტეტები, რომლებსაც აღნიშნული ქვეყნების უცხოელი კრედიტორების მიმართ ვალდებულებები აქვთ, ანგარიშსწორებას რუბლში შეძლებენ. ამისთვის მსესხებელმა რუსულ ბანკს უცხოელ კრედიტორის სახელზე სპეციალური რუბლის ანგარიშის გახსნა უნდა სთხოვოს. გადარიცხვა ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი იმ დროისთვის არსებული რუბლის ექვივალენტში უნდა განხორციელდეს. ახალი, დროებითი ზომა 10 მლნ რუბლის (ან ანალოგიური თანხის ვალუტის ექვივალენტის) გადახდაზე ვრცელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი