მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო 2 კვირაში სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება“ - გამყრელიძე

61a75301aeb69
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 15:09
398
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურად რთულად შეაფასა და განაცხადა, რომ ზამთრის რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პირობებში, მოქალაქეებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაცია ნარჩუნდება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 000-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო ორ კვირაში სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება.

ერთადერთი პოზიტივია, რომ რადგან ბოლო კვირებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, დადებითობა 8-9%-ს შორის მერყეობს, ასევე რეპროდუქციის ინდექსი 1%-ის ქვემოთ რჩება. ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით ოდნავ მატებაა ანუ მაღალ რიცხვებზე ვართ, რაც საყურადღებოა. ზამთრის რესპირაციული ვირუსების პერიოდში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მალე გრიპის ვირუსი გამოჩნდება და შეიძლება იყოს ის, რასაც ტვინდემიას ვეძახით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.