მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში COVID-19-ის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

61da898dcaa0e
BM.GE
09.01.22 11:03
868
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით  34 000 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 959 874-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის სრული კოვიდ-სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 959 874 , ბოლო 24 საათში - 3 842
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 912 443 , ბოლო 24 საათში - 777
მათ შორის გარდაცვლილი - 14 187 , ბოლო 24 საათში - 31
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 000, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 147, PCR ტესტით - 12 853
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 11,3%, ბოლო 14 დღის - 7,45%, ბოლო 7 დღის - 9,17%
სულ აცრილია - 2 551 413, დღიურად აცრილია - 5 001
კარანტინის რეჟიმში - 51
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 418
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 493.