მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5ed62da2ed17d
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.20 15:05
1070
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 19 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული დაიღუპა, მაგრამ სხვა თანმდევი დაავადების შედეგად.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში COVID-19-ით 214 ადამიანია გარდაცვლილი.

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10,009 შეადგინა. COVID-19-ისგან ქვეყანაში, ჯამში, 3,427 ადამიანი გამოჯანმრთელდა.