მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 9 წელში საქართველოდან ექსპორტზე $98 მლნ-ის კატალიზატორი გავიდა

6463480d989c3
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.23 13:15
3366
ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 98 მილიონი დოლარის კატალიზატორები გავიდა ექსპორტზე - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული პასუხიდან ირკვევა. უწყებას კითხვით კატალიზატორების ექსპორტის შესახებ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა მიმართა.

წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით.

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

● 2015 - 92,122 კგ. ღირებულება 6,297,318 დოლარი;
● 2016 - 60,505 კგ. ღირებულება 3,594,713 დოლარი;
● 2017 - 61,579 კგ. ღირებულება 3,654,629 დოლარი;
● 2018 - 89,672 კგ. ღირებულება 7,291,708 დოლარი;
● 2019 - 111,190 კგ. ღირებულება 11,709,724 დოლარი;
● 2020 - 86,999 კგ. ღირებულება 16,794,165 დოლარი;
● 2021 - 122,092 კგ. ღირებულება 31,082,823 დოლარი;
● 2022 - 67,790 კგ. ღირებულება 15,986,269 დოლარი;
● 2023 - 9,492 კგ. ღირებულება 1,365,197 დოლარი;
● სულ ჯამი - 701,441 კგ. ღირებულება 97,776,546 დოლარი;

კატალიზატორების ძირითადი წყარო ქვეყანაში შემოსული მეორადი ავტომობილებია, რომლებსაც მეპატრონეები/რეალიზატორები დამატებითი შემოსავლების მისაღებად კატალიზატორებს ხსნიან.

კატალიზური კონვერტერების ღირებულებას მასში შემავალი ფერადი ლითონები განაპირობებს, მათ შორის არის პალადიუმი, როდიუმი და პლატინა.

კატალიზური კონვერტერის დანიშნულებას შიგა წვის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი აირების განეიტრალება წარმოადგენს, რითიც ავტომობილების ემისიების და გარემოს დაბინძურების შემცირება ხდება.