საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის 2019 წლის, იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, ბალტიისპირეთში ლიდერის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს და ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, ახლა უკვე ლიეტუვაში მინერალური წყლების ბაზრის ლიდერი ბრენდი ხდება.
ქართული მინერალური წყალი, კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების მინერალური წყლების ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Neptunas, Akvile, Vytautas.
„მოხარულები ვართ, ასეთი წარმატებით და ძალიან ვამაყობთ, რომ IDS BORJOMI EUROPE-ის გუნდის 10-წლიანმა თანმიმდევრულმა და თავდაუზოგავმა შრომამ, ასეთი შედეგი მოგვიტანა. „ბორჯომი“ ბაზრის ლიდერი გახდა, აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში „ბორჯომი“ მნიშვნელოვან პოზიციებზეა და საყვარელი ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს“, - აცხადებს კომპანია IDS BORJOMI EUROPE-ის გენერალური დირექტორი აუშრა ნასევიჩენა.
ქართული მინერალური წყალი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მრავალი წელია გადის ექსპორტზე, თუმცა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა, კომპანია IDS BORJOMI EUROPE 2008 წელს დაფუძნდა და დაიწყო საქმიანობა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. დღეის მდგომარეობით, ლიეტუვაში „ბორჯომს“ მინერალურ წყლების ბაზრის 17.5%-ანი წილი უკავია, ლატვიაში - 16%, ხოლო ესტონეთში - 17,7%.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის ლიდერობასთან ერთად, „ბორჯომი“ ლიეტუვასა და ლატვიაში საყვარელი ბრენდიცაა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარებული მრავალი კვლევის თანახმად, „ბორჯომი“ იმპორტირებული ბრენდების სეგმენტში მომხმარებლის საყვარელი წყლის სტატუსს უცვლელად, უკვე წლებია ინარჩუნებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი