მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

63541c8e2483c
BM.GE
22.10.22 20:34
618
ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა. ბორჯომის ტელევიზიის ინფორმაციით, ლიკანში, საცოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.

აფეთქების შედეგად კი დაზიანდა პირველი და მეორე სართულის საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 75 წლამდე ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო კორპუსიდან მის შემოწმებამდე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"