მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანელები მუშაობენ ტესტზე, რომელიც კორონავირუსს დაუყოვნებლივ გამოავლენს

5e5f84b5ea7b9
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 15:20
955
ბრიტანელი მეცნიერები ცდილობენ, განავითარონ კორონავირუსის დაუყოვნებლივ გამომვლენი ტესტი. ახალი სუნთქვითი ტესტის დანერგვა იგეგმება აეროპორტებში, საავადმყოფოებში და სასწრაფო დახმარების მანქანებში. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი სუნთქვითი ტესტი ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მეთოდს, როგორიც არის სკრინინგი და პირის ღრუდან ნაცხის ანალიზის აღება, რასაც, დაახლოებით, 24- 48 საათი სჭირდება.

ახალი სუნთქვითი ტესტის განვითარებაზე Northumbria University-ის მეცნიერები ზრუნავენ. მათ სჯერათ, რომ ეს მეთოდი  კორონვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავებს.

Northumbria University-ის გუნდის მიერ შემუშავებული ტესტი აღბეჭდავს ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილია როგორც - ბიომარკერები. ამ ბიომარკერების მეშვეობით ხდება ფილტვების და სხეულის სხვა ნაწილების დაავადებების გამოვლენა.

მოწყობილობა გარეგნულად ჰგავს პოლიციელების მიერ გამოყენებულ ჩასასუნთქ აპარატს, რომელიც როგორც - ალკოჰოლის, ასევე ნარკოტიკული თრობის დასადგენად გამოიყენება.