ჰანტის თანამდებობაზე დანიშვნა გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის მიერ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კვასი კვარტენგის გადაყენებას უკავშირდება, რომელიც ბრიტანეთის ახალი მთავრობის ეკონომიკური გეგმის ავტორი იყო.
კვარტენგის ინიციატივამ ინვესტორების, ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რამაც ბრიტანული გირვანქა სტერლინგი რეკორდულ გაუფასურებამდე მიიყვანა.
კვარტენგის ინიციატივა გადასახადების შემცირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამებს მოიცავდა და ის მიზნად ინფლაციის შემცირებას ისახავდა, თუმცა IMF-ის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ფისკალური პაკეტი უფრო მეტად ზრდიდა ინფლაციის გამწვავებისა და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების რისკებს.
ახალი ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ძველი გეგმიდან დარჩენილია მხოლოდ ქონების გადასახადის, ეროვნული დაზღვევის ლიმიტისა და საერთო გადასახადის შემცირების ინიციატივები.
ჰანტის გათვლებით, ახალი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობას წლიურად 36 მილიარდი დოლარის გადასახადების მოკრების საშუალებას მისცემს.




























