დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების რეგულირების კომპანია Ofcom-მა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში შემავალი ყველა ინტერნეტ ზარი, რომელიც რეალურად უცხო ქვეყნიდანაა, თუმცა ბრიტანულ ნომერს ჰგავს, დაიბლოკოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ Ofcom-ის ინფორმაციით, კრიმინალები მსგავსი თაღლითური სატელეფონო ზარებით ცდილობენ, უამრავი ბიზნეს ოპერატორი და მოქალაქე დააზარალონ: ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ზაფხულში თაღლითური სატელეფონო ზარების მსხვერპლი 45 მილიონი მომხმარებელი აღირიცხა, რაც საგანგაშოდ მაღალი რიცხვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომუნიკაციების რეგულირების კომპანია Ofcom-ში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან მთელი რიგი სამუშაო ოპერაციები მიმდინარეობს, მათ შორის - იბლოკება ყველა საეჭვო საერთაშორისო ზარი, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, თაღლითობის მონაწილე იყოს. სპეციალისტების განმარტებით, მომხმარებლების თაღლითობისგან დაცვა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. თუმცა, Ofcom-ში იმასაც ამბობენ, რომ პრობლემა ბრიტანეთის მთავრობის და პოლიციის კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე ვერ მოგვარდება.
რაც შეეხება მეთოდს, რომლის საშუალებითაც კრიმინალები მოქმედებენ, ასეთია: ისინი იყენებენ ე.წ. ინტერნეტზე დაფუძნებულ დარეკვის ტექნოლოგია VoIP-ს, რომელსაც ყოველწლიურად გლობალურად მილიონობით მომხმარებელი უფასო ან იაფი სატელეფონო ზარების განსახორციელებლად იყენებს. ცნობისთვის, VoIP ტექნოლოგიას ასევე იყენებენ ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორებიცაა WhatsApp-ი, Skype, Zoom-ი და Microsoft Teams-ი. ამგვარად განხორციელებული ზარებით მომხმარებელთან ქვეყნის მიხედვით წინასწარ შერჩეული ნომრით ირეკება და მათი ანგარიშიდან თანხები იჭრება.
უსაფრთხოების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზოგადად VoIP ტექნოლოგიის სრულად გათიშვა ან დაბლოკვა სწორი სტრატეგია არ არის, რადგან ამ მეთოდს ბევრი ბიზნესოპერატორი იყენებს შიდა კორპორატიული სატელეფონო ქსელებისთვის. მათი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, VoIP პროვაიდერების შემოწმება, ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი, კონკრეტული სუბიექტის ქსელიდან გათიშვა. ამ შემთხვევაში, საფრთხე აღარც ბიზნესოპერატორებისთვის იარსებებს და თაღლითობის აღკვეთაც შესაძლებელი გახდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ