მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო - ვარჰეი

62850c668db57
მარიამ იზორია
18.05.22 19:15
621
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერის გამოხატვას, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავლენა შემსუბუქდეს. შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო“, - წერს ოლივერ ვარჰეი.