მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთმა პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა

625c17a0d8673
თელარა გელანტია
17.04.22 17:35
1093
ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემს საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლა აუკრძალა.

შეზღუდვა ასევე შეეხებათ იმ რუსულ გემებს, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რეგისტრაცია სხვა ქვეყნების დროშით შეცვალეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს იმ გემებზე, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, ასევე აკრძალვა არ შეეხებათ გემებს, რომლებიც ევროკავშირში ენერგომატარებლებს, საკვებს და მედიკამენტებს ატარებენ.