მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CAPITAL LOCUS-მა "ბიუ-ბიუს" 10 მლნ ლარის სესხის დაფინანსება უზრუნველყო

5ffd4c723cafe
თათია კაკიაშვილი
12.01.21 12:13
1788
CAPITAL LOCUS-მა შპს „ჩირინასთვის“ 10 მილიონი ლარის ოდენობით სესხის დაფინანსება უზრუნველყო. თავის მხრივ, "ჩირინასთვის" ეს დაფინანსება EBRD-ის და მისი პარტნიორი კომერციული ბანკების მიერ არის გამოყოფილი და ის საქართველოში ხორცპროდუქტების უმსხვილესი საწარმოს განვითარებისკენ არის მიმართული.

"ჩირინას" დამფუძნებლის და დირექტორის რეზო ვაშაკიძის განცხადებით, კომპანიამ საკუთარი წარმოების გასაზრდელად ჯამში, 12 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 

„მიუხედავად 2020 წლის ყველა გამოწვევისა, წარმატებით დავასრულეთ ჩვენი საინვესტიციო პროექტი, რომლითაც „ჩირინას“ ბროილერებით წარმოების მოცულობა ყოველთვიურად 1,200-დან 2000 ტონამდე გაიზრდება. მარტიდან სართიჭალაში 14 ახალი ბროილერის ფერმა მუშაობს და ამ პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ევრო იყო. 2020 წლის მეორე ნახევარში „ჩირინამ“ ახალი საინვესტიციო პროექტიც წამოიწყო - 20 მილიონი ლარის ინვესტიციას ვაკეთებთ ახალი საყინულე მაღაზიების და ძეხვის წარმოების ქარხნების მშენებლობაში, რომლებიც 2021 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება. ეს პროექტიც EBRD-ის და მისი პარტნიორი კომერციული ბანკის დახმარებით ხორციელდება”, - განაცხადა „ჩირინას“ მფლობელმა და დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ.

„კაპიტალ ლოკუსი“ 2018 წლიდან „ჩირინას“ პარტნიორია საინვესტიციო და საბანკო მომსახურების მიწოდების სერვისში. 
მისი მფლობელის და მენეჯერის, ავთანდილ გოგოლის თქმით, მათი საქმიანობის დახმარებით, კომპანიამ ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული, 10 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო დაფინანსება მიიღო. 

"ჩირინა ფრინველის ხორცის უდიდესი მწარმოებელია კავკასიაში. კომპანიის ვერტიკალურად ინტეგრირებული მიწოდების, წარმოებისა და განაწილების ჯაჭვი აგებულია და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელსაც ინდუსტრიის გლობალური ლიდერები აწვდიან. კომპანიას აქვს საკმაოდ რთული ბიზნეს მოდელი, რომელიც სტრუქტურაში აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს ხაზებს. 

ეს ტრანზაქცია ჩირინასა და EBRD-ის გარდა, მოიცავდა სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, მათ შორის კომერციულ ბანკს, რომლის სესხიც კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება. ეს სასესხო ვალდებულება ადგილობრივ ვალუტაში არის ნომინირებული. სხვადასხვა ფინანსური კომპონენტის დანერგვით ჩვენ ჩირინასთვის ეფექტიანი სტრუქტურის დაფინანსება მოვიძიეთ", - აღნიშნავს ავთანდილ გოგოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები