„საქართველოსა და მის კულტურაზე მეგობრისგან შევიტყვე, თუმცა როდესაც ჩამოვედი და უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა, ვნახე, რომ ის გამოირჩევა ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოთი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით. ცალკე გამოვყოთ ბიზნესის და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“. საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია და ის ბიზნესის კეთების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა,“ - განაცხადა პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიაკომო კანეპამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე დაესწრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
Capital Tech-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს. „მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს,“ - განაცხადა მან.
ჯიაკომო კანეპას განცხადებით, მისი კორპორაცია განიხილავს საქართველოში თერმოქაღალდის წარმოების გახსნას და 2 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. „აღნიშნული პროდუქცია მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს თქვენი ქვეყანა თერმოქაღალდის იმპორტს ახორციელებს. საწარმოს ამოქმედებით არა მხოლოდ იმპორტს ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ, არამედ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ. ასევე განვიხილავთ ინვესტიციების ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელების შესაძლებლობას,“ - განაცხადა Capital Tech-ის გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა.
აღსანიშნავია, რომ Capital Tech-ი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფია პერუში და წარმოდგენილია უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და სხვა ტურისტულ მიმართულებებში. ბიზნეს ჯგუფს ინვესტიციები აქვს განხორციელებული ლათინური ამერიკის, აშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი