მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.
ეს 74-ე ქვეყანაა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ. bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.
ვაჭრობა
მიმდინარე წელს, პერუსა და საქართველოს შორის 8.7 მლნ აშშ დოლარის, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 49.4%-ით ნაკლებია, როცა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 17.2 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, 2024 წელს ექსპორტი 8.6 მლნ აშშ დოლარი იყო 97.3 ათასი.
იანვარ-თებერვალში საქართველომ პერუში მხოლოდ ორი პროდუქტი გაყიდა: 4.9 მლნ აშშ დოლარის თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და 3.6 მლნ აშშ დოლარის მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები.
გასულ წელს კი, სრული ექსპორტი სწორედ მინერალურ და აზოტოვან სასუქებზე მოდიოდა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ პერუდან მხოლოდ დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა.
რაც შეეხება გასულ წლებს, ყველაზე მეტი, 154.4 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა 2022 წელს დაფიქსირდა. მაშინაც მთავარი პროდუქტი 150.1 მლნ აშშ დოლარის მინერალური სასუქები იყო.
ტურიზმი
გასულ წელს, საქართველოს პერუს 181 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 20.4%-ით მეტია. პანდემიამდელ 2019 წელს კი 10.4%-ით აღემატება.
პერუდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ნულოვანია. ისევე, როგორც ფულადი გზავნილები.