ქართული სტარტაპი Atoms-ი დინამიკის წარმოებას იწყებს. სტარტაპი საწყისად ჯამში ოთხ დინამიკს - ორ პროფესიონალურ და ორ სამომხმარებლო აუდიო პროდუქტს გამოუშვებს. კომპანია დინამიკის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს გამოიყენებს.
Atoms-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს. მათგან ერთ-ერთი სტარტაპის თანადამფუძნებელი დათო პილპილაშვილია, რომელიც bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროდუქტი მალე დასრულებულ სახეს მიიღებს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
მისივე თქმით, ქართული დინამიკი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ და სადილერო მომსახურების დახმარებით გაიყიდება, შემდგომ კი ტექნიკურად სრულიად დახვეწილ-გატესტილ პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნულოვანი საწყისი ფინანსების მიუხედავად, Atoms-ის გუნდმა შეძლო და შექმნა ამ ეტაპისთვის უკვე $300 000 ღირებულების სტარტაპ კომპანია.
“ჩვენ ვმუშაობდით კომპანიაში, რომელიც მსგავსი პროდუქტების იმპორტს ახორციელებდა და ყიდდა. როდესაც ე.წ “ლოქდაუნი” გამოცხადდა, ვიქირავეთ ფართი და იდეების განხორციელება დავიწყეთ. შევიძინეთ დანადგარები, დავხვეწეთ ტექნოლოგიურად და აუდიოსფეროსთვის სრულიად ინოვაციური ტექნოლოგია შევქმენით.
პროდუქტი ქართული ნედლეულით იქმნება და საკმაოდ კარგი მახასიათებლებითა და ჟღერადობით გამოირჩევა. ახლა საბოლოოდ ვხვეწთ პროდუქტს და მალე საქართველოში დავიწყებთ გაყიდვას. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ღირებულება ქართულ ბაზარზე მორგებული იქნება” - ამბობს Atoms-ის თანადამფუძნებელი.
დათო პილპილაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ Atoms-ი მხოლოდ ოთხი დინამიკის წარმოებით არ შემოიფარგლება და ყველა სეგმენტის დასაკმაყოფილებელი აუდიოპროდუქცია ექნება.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი