28.ივლისი .2020 11:26

ცერცვაძე სერგეენკოს: გვიპასუხეთ, რატომ მიიყვანეთ ინფექციური საავადმყოფო განადგურების პირას?

views 1955
უკან

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართავს. წერილის სახელია "რა გაუკეთა" და  „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?". ამ ღია წერილში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ქმედებების შედეგად, ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრი, ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მივიდა. 

თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი: 

"ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას,კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები," - ნათქვამია განცხადებაში. 

როდის ექნება "ინფექციურ საავადმყოფოს" საკუთარი ინფრასტრუქტურა?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმდინარეობს როგორც უკვე არსებული შენობის მოძიება, ისე ახალი შენობის აშენების შესაძლებლობასაც განიხილავენ. ამის შესხებ მან BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

საქმე იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოიყოფა 40 მილიონი ლარი იმისთვის, რომ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი შენობა ჰქონდეს.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა 40 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ. ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაიყიდა ამ საავადმყოფოს შენობა-ნაგებობა და კუთვნილი ტერიტორია. ის შეიძინა კომპანია „ავერსმა“, რის შემდეგაც ჩვენ ამ შენობა-ნაგებობებში ვართ მდგმურის პირობებით. მდგმურად ყოფნა ძალიან ძნელია ჩვენთვის. იყო მფლობელის მხრიდან რიგი პირობები. ასევე, გვქონდა სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რადგან კერძო მფლობელი არ გვაძლევდა რეაბილიტაციის უფლებას და ა.შ.“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და იქვე დასძინა, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად სამედიცინო ცენტრი მდებაფრეობს, მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა