მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუწყდება თუ არა სერგეენკოს უფლებამოსილება, ამაზე მასთან კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ - კობახიძე

64ae5cf652aae
ინგა მურუსიძე
12.07.23 12:00
585
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი მასთან კონსულტაციების შემდეგ განიხილავს.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 14 ივლისს სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

„ის არის ჩვენი მეგობარი, გვექნება კონსულტაციები და გავიგებთ, რამდენად სურს ბატონ დავითს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი ბოლო თვეებში, პირადად მეც ვისაუბრე მასთან.

როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გვექნება კონსულტაციები ბატონ დავით სერგეენკოსთან და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა იყო მიზეზი, რომ სხდომაზე არ დადიოდა, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არ იცის.

რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა სერგეენკოსთან შეთანხმებული, რომ სწორედ ახლა წასულიყო პარლამენტიდან, ვინაიდან უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კანონით შეუძლებელი გახდა, კობახიძემ უპასუხა, რომ „მან ისიც კი არ იცის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სექტემბერში, როცა საკითხი სესიაზე გავა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები