01.ნოემბერი .2020 04:56

ცესკო: ხმების 40%-ით - "ოცნება" 50.93%, ენმ 24.68%, ევროპული საქართველო 3.87%

ცესკო: ხმების 40%-ით - "ოცნება" 50.93%, ენმ 24.68%, ევროპული საქართველო 3.87%
views 2531
უკან

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეჯამებულია 1538 საუბნო ოქმი, რაც მთლიანად ოქმების 40%-ია, მათი ჯამური ხმები კი 601,399-ს შეადგენს. ამ შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - (50.93 %) 306282 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - (24.68 %) 148416 ხმა;
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - (3.87 %) 23288 ხმა;
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - (3.33 %) 20042 ხმა;
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - (3.08 %) 18526 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - (2.96 %) 17812 ხმა;
  • „გირჩი“ - (2.8 %) 16845 ხმა;
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - (1.32 %) 7940 ხმა;
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - (0.99 %) 5966 ხმა;
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - (0.8 %) 4784 ხმა;


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1,970,540-მა მოქალაქემ მისცა.

ამასთანავე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ოქმში ბალანსი არ დგება. იხილეთ უფრო ვრცლად



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა