მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ოქმში ბალანსი არ დგება - იხილეთ ოქმები

5f9dee7362de0
BM.GE
01.11.20 02:53
6682
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ვებგვერდ results.cec.gov.ge-ზე აქვეყნებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების საუბნო ოქმებს, თუმცა ამ ოქმებში არაერთ შემთხვევაში ბალანსი არ დგება. ცესკოს განმარტებით, არაერთ შემთხვევაში ბალანსის აცდენები  გადასატანი ყუთების აღრიცხვიანობას უკავშირება. 

"ზოგიერთ უბანთან დაკავშირებით, ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთები დაილუქა და უბანზე დათვლის გარეშე გადაეცა დასათვლელად და შემდგომი რეაგირებისათვის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებს. შესაბამისად, აღნიშნული უბნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთების მონაცემები და შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად აისახებე შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავდროულად, ზოგიერთ შემთხვევებში, ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა აღემატება ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს, რაც, ბუნებრივია, რადგანაც სპეციალურ უბნებზე რიგი ამომრჩევლის შემთხვევებში, ამომრჩეველს არ ჰქონდა, გარდა პროპორციულისა მაჟორიტარული ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, მეტის სიცხადისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა საბოლოო ჯამში იქნება დაცული,"- აცხადებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოქმები, რომლებშიც ბალანსი არ დგება:













ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, არჩევნებში ხმა 1 970 540-მა მოქალაქემ მისცა.