მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთეთ პროგრამაში „იმოგზაურე საქართველოში“ - პრემიერის მიმართვა მინისტრებს

5f06c45881dc8
ინგა მურუსიძე
09.07.20 11:43
821
საქართველოს მთავრობა პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ იწყებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რათა მოვემზადოთ იმისთვის, რომ როცა სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, ჩვენი სტუმრებისთვის საერთაშორისო გიდები ვიყოთ. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო და დარგს დავეხმაროთ“, - მიმართა გახარიამ მინისტრებს.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოს რეგიონებმა კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მინიმალურად იგრძნონ.