მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროებით უნდა ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია - გახარია

649695e93314b
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 11:01
1101
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობას მოუწოდებს რუსეთთან საზღვარი დროებით ცალმხრივად ჩაკეტოს.

“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”,-წერს გახარია Facebook-ზე.

რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს "სამართლიანობა". დღეს დილით კი “ვაგნერის” ოფიციალურ ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის მიმართვა გავრცელდა, სადაც ამტკიცებს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები