მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთეთ ვაქცინაციაში! - განათლების სამინისტრო მასწავლებლებს და მშობლებს მიმართავს

61640497cc7c0
BM.GE
11.10.21 13:28
533
განათლების სამინისტრო მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ვაქცინაციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. უწყების მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ის გავრცელების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.

„2020-2021 სასწავლო წელს სწორედ სკოლებმა კოვიდი ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა.

ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, სკოლებში დასწრებული სწავლება ერთი კვირაა რაც განახლდა.