04.დეკემბერი .2020 17:38

„ჩაგვიშალონ ტარიფი“ - ბიზნესი გაზის გაძვირების გამო ერთობლივ განცხადებას ამზადებს

„ჩაგვიშალონ ტარიფი“ - ბიზნესი გაზის გაძვირების გამო ერთობლივ განცხადებას ამზადებს
views 466
უკან

2021 წლიდან 3 იანვრიდან, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება, გამონაკლისი პურის საწარმოებია. კერძოდ, თუ დღეს კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიან, შემდეგი წლიდან 24 თეთრით ძვირის გადახდა მოუწევთ - ტარიფი 1 ლარი და 10 თეთრი ხდება. კომპანია აღნიშნულს რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა, ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და მესამე - არ შეექმნას საფრთხე თბილისის მოსახლეობის უწყვეტ გაზმომარაგებას.

თბილისის ენერჯის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ნეგატიური შეფასებები მოჰყვა კერძო სექტორისგან. ბიზნესი კომერციული ტარიფის გაზრდის გამო, „თბილისი ენერჯისგან“ განმარტებას ითხოვს.

კერძოდ, როგორც bm.ge-ის „გადასახადის გადმხდელთა კავშირის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციებთან კონსულტაციებს გადიან და შემდეგი კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

„კატეგორიულად მოვითხოვთ, გაგვიშიფრონ, რატომ იზრდება ბუნებრივ აირზე კომერციული ტარიფი 24 თეთრით 1.10 ლარამდე. „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ აუცილებელია, დეტალურად ჩაგვიშალონ რისგან შედგება ეს ტარიფი; წესით, ეს კომერციულ საიდუმლოებას არ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა რატიშვილმა.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტს კომერციული ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯის“ არგუმენტები  ესმის, მაგრამ მიაჩნია, რომ კომპანია „მოერიდა სოციალურ რევოლუციას, რომელიც მოსახლეობისთვის ბუნებრივი ტარიფის გაზრდა მოჰყვებოდა“, ამიტომ ყველა ხარჯი კომერციულ ტარიფში ასახა.

„მთავრობას და თბილისი ენერჯისაც უნდა ესმოდეს, რომ არაპირდპირ ეს მოსახლეობაზე მაინც აისხება“, - ამბობს სანდრო რატიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა