მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოიწერება თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები? - გახარიას პასუხი

5ece69c769251
ინგა მურუსიძე
27.05.20 17:14
4208
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახლა ჯარიმების ჩამოწერა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალში მსგავსი პრევენციული ღონისძიება აღარ იმოქმედებს.

პრემიერის თქმით, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.

„დაჯარიმებული მოქალაქების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება როდის და რა დროით მოგვიწევს. აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს. ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს“, - განაცხადა გახარიამ.