მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩავედი კიევში, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი... - პაპუაშვილი

625aaf5ea41f3
BM.GE
16.04.22 16:02
1146
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში იმყოფება,  „ტვიტერზე“ წერს:

„ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში შედიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.