მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი მოლოდნით, საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნა 2-3 კვირაში იქნება - ჰარცელი

628f669d0722c
მარიამ ვარადაშვილი
26.05.22 15:44
767
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკომისია EU-ში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს.

ამის შესახებ ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“რისი თქმაც ახლა შემიძლია, შეიძლება მოსაწყენი იყოს, რადგან პროცესზე უნდა ვისაუბრო. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ დროს, როცა ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. ჩემი მოლოდინით, ეს მომდევნო 2-3 კვირაში იქნება”, - განაცხადა ჰარცელმა.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.