მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელი არ შემიშალონ - "ბიოლის" დამფუძნებლის რჩევა მთავრობას

60f2d9423b086
BM.GE
18.07.21 14:23
1889
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელი არ შემიშალონ, - ასე პასუხობს ველნეს-კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი კითხვას, თუ რას შეცვლიდა ბიზნეს დამოკიდებულებებში მთავრობის მხრიდან.

„არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია, რომ ვიღაც ეხმარება. ამიტომ ამას მე ვერ ვუპასუხებ. არ ვიცი. უბრალოდ, უპირველესად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შემიშალოთ და თუ რაიმე თხოვნა მაქვს, მაქსიმალურად რომ სწრაფად კეთდებოდეს, თორემ „სახელმწიფო დამეხმაროს“ - ეს ძალიან არ მიყვარს“, - თქვა თამაზ მჭედლიძემ Forbes Talk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.