მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

64846b1379a4f
მარიამ ვარადაშვილი
10.06.23 16:22
635
ჭიათურაში მაღაროში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" BMG-ის უთხრეს ამ ეტაპზე სამუშაოები გაჩერებულია, რადგან ასზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.

დასაქმებულები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და პეციალურ რეჟიმამდე არსებული სამუშაო პირობების დაბრუნებას ითხოვენ.

“პროტესტი უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, რაც გამოიწვია დამსაქმებლის მიერ არარეალისტურმა ახალმა დაგეგმარებამ. მოგეხსენებათ, სპეციალური რეჟიმით მუშაობა მიმდინარეობს და ამ პირობებში თანამხმა ვიყავით გვემუშავა, თუმცა ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ჩვენს დამსაქმებელს უნდა არარეალურ პირობებში ვიმუშაოთ იმ გეგმით, რაც უამრავ დარღვევას გამოიწვევს და რამაც შესაძლოა ადამიანების ფიზიკური დაზიანება გამოიწვიოს. ამაზე ჩვენ თანახმა არ ვართ”,-უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

თავის მხირვ კომპანია ფინანსურად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2023 წელს ექსპორტი კომპანიას საერთოდ არ ჰქონია. კერძოდ, კომპანიის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

“კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია. ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია”,-წერია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.

ამის გამო კომპანიამ თანამშრომლების განახლებული პირობებით მუშაობა შესთავაზა:

1. ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება.
2. ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები