მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურელი მაღაროელები საზოგადოებას მადლობას უხდიან (ვიდეო)

5ebd0cadd073e
BM.GE
14.05.20 13:16
913
ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფეისბუკკამპანიას #შენმნიშვნელოვანიხარ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები ვიდეოგზავნილით გამოეხმაურნენ.

მათ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს, მათ მიერ გაწეული შრომა დააფასა.
მათი თქმით, აღნიშნული სოლიდარობის აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პანდემიის პირობებში მუშაობა არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ კამპანია #შენმნიშვნელოვანიხარ სოციალურ ქსელში 29 აპრილს დაიწყო და მას უამრავი ადამიანი შეურთდა, მათ შორის ცნობადი სახეები.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ვიდეორგოლს წინ უსწრებდა სწორედ მათ მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა, სადაც ისინი მაღაროელებსა თუ მეტალურგებს - მძიმე მრეწველობის სფეროდან, სააფთიაქო, ავტოგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელების, სამშენებლო კომპანიების, დასუფთავების სამსახურების, მიმწოდებელი ფირმებისა თუ ფოსტის თანამშრომლებს მძიმე პერიოდში მუშაობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირის მიერ ფეისბუკით დაწყებულ კამპანიას, რიგითი მოქალაქეების გარდა, არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“, „არემჯი“, „ანაგი“, „აგრომაქს დეკორი“ და სხვები შეუერთდნენ.