ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლები გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 469-ია, ხოლო ბოლო 24 საათში covid-19 დაამარცხა 1 792-მა მოქალაქემ.
20 იანვრის სრული სტატისტიკა ასეთია:
დადასტურებული - 249 934, ბოლო 24 საათში 469
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 236922 , ბოლო 24 საათში - 1792
მათ შორის გარდაცვლილი - 2987, ბოლო 24 საათში - 14
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.
კარანტინის რეჟიმში - 472
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3656
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 563.