მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არაერთ ასპექტში მძიმეა საქართველოსთვის“ - გახარიას განცხადება

62a2191caae24
BM.GE
09.06.22 19:54
2347
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომელშიც მათ შორის არის მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა, EU ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, მთავარი აქცენტები იკარგება:

"ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს:

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა!

დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველო მოწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.

რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.
ოცნება მზად არის ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!
არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა ! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!",- აცხადებს გიორგი გახარია.