მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

61c4754f88948
BM.GE
23.12.21 17:04
966
23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0878 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4976 ლარი გახდა. 3.79 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1417 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 2.66 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 26.99 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 დეკემბრიდან შევა ძალაში.