მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 დასაქმებული ერთი სახელფასო ანგარიშით - აუდიტმა თსუ-ში სავარაუდო დარღვევა აღმოაჩინა

62036a37a279f
შოთა ტყეშელაშვილი
09.02.22 22:19
1380
გუშინ, თსუ-მ დაარსებიდან 104 წლის იუბილე აღნიშნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განათლების სამინისტროს ფინანსური ანგარიშის აუდიტი სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობასაც ეხება. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა სავარაუდო დარღვევაზე, რაც უნივერსიტეტში ფიქსირდება. მისი მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში თსუ-ს ჰყავდა 6 დასაქმებული, თუმცა ამ ექვს პირს ხელფასს ერთსა და იმავე სახელფასო ანგარიშზე ურიცხავდა, თანაც ეს კონკრეტული საბანკო ანგარიში არცერთი მათგანის სახელზე არ იყო რეგისტრირებული.

“თსუ-ის შემთხვევაში, ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება ექვსი სხვადასხვა მიმღები. აღნიშნულ ანგარიშზე „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების“ მუხლით 2020 წელს გადარიცხულია 37,333.56 ლარი. მითითებული ექვსი პირიდან არც ერთი არ არის აღნიშნული ანგარიშის მფლობელი, ამასთანავე, მოცემულ ანგარიშზე გადარიცხული თანხების საფუძვლები უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა.

ასევე ფიქსირდება შემთხვევები ერთი საბანკო ანგარიშით და ორი მიმღებით, თუმცა ამ გადარიცხვების საფუძვლები უნივერსიტეტს არ წარმოუდგენია,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.