მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გამოწვევაში ადანაშულებს

5e38158e80ccd
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 20:00
941
ჩინეთის მთავრობამ აშშ კორონავირუსთან დაკავშირ ებით პანიკის გამოწვევაში დაადანაშაულა. ეს განცხადება ჩინეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა გადაწყვიტა,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და უცხოელებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, შტატებში შესვლა შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცხოელებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ასევე შესვლა აუკრძალეს შემდეგმა ქვეყნებმა: ავსტრალია, სინგაპური, ახალი ზელანდია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ეგვიპტე, ფინეთი, ინდონესია, ბრიტანეთი და იტალია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან საზღვრები ჩაკეტა მონღოლეთმა და ჩინეთმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 361 ადამიანს მიაღწია.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.