მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2075 წლისთვის უმსხვილესი ეკონომიკა ჩინეთს ექნება, მეორე ადგილს ინდოეთი დაიკავებს - Goldman Sachs

64abc4f135071
გიორგი თოლორდავა
10.07.23 13:02
2857
2075 წლისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ჩინეთი იქნება, მეორე ადგილს კი მისი მეზობელი, ინდოეთი დაიკავებს. ამჟამინდელი ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდება. ამ პროგნოზს უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs აქვეყნებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო 50 წლის განმავლობაში აზიური სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდება, დასავლური ქვეყნების კი - შენელდება, რაც დემოგრაფიული დინამიკით იქნება განპირობებული. მოგეხსენებათ, ჩინეთის და ინდოეთის მოსახლეობა ჯამურად პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარს უტოლდება, დროსთან ერთად კი დასაქმებულების პროდუქტიულობა იზრდება, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

რაც შეეხება რიცხვებს, Goldman-ის შეფასებით, 2075 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა 57 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $52.5 ტრილიონის ფარგლებში იქნება. მესამე ადგილზე მყოფი ამერიკის ეკონომიკა კი 51.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. მეოთხე ადგილს ევროზონაში შემავალი სახელმწიფოები დაიკავებენ, მათი ჯამური ეკონომიკის მოცულობა კი დაახლოებით $30 ტრილიონი იქნება. ხოლო მეხუთე ადგილს $7.5-ტრილიონიანი ეკონომიკით იაპონია დაიკავებს.

გლობალურ რეიტინგში ასეთი დრამატული ცვლილება აზიის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან იქნება დაკავშირებული. გარდა ამისა, ჩინეთი და ინდოეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სახელმწიფოები არიან, რომლებიც ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები