მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტი და ტრანზიტიც აიკრძალა

5e31648ad6138
ინგა მურუსიძე
29.01.20 15:13
948
საქართველო ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტს და ტრანზიტსაც კრძალავს, - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე მოაწერა ხელი.

„სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას“, - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ ცხოველების იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 27 იანვრიდან მოქმედებს.