საქართველო ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტს და ტრანზიტსაც კრძალავს, - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე მოაწერა ხელი.
„სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას“, - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ ცხოველების იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 27 იანვრიდან მოქმედებს.