მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა 100-ზე მეტ ობიექტში გამოავლინა

63d8cfc0a5bac
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 12:29
723
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით 1 852 ობიექტზე განახორციელა. განხორციელებული კონტროლის შედეგები უწყებამ დღეს გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, რეგიონების მიხედვით ინსპექტირება კვების ობიექტებში, საბავშვო ბაღებში, მაღაზიებსა, წარმოებებში და სხვა ობიექტებზე განხორციელდა.

გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საქართველოს მასშტაბით რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტიპის 100-ზე მეტ ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. მათ შორის დარღვევების უმეტესობა ხორცის რეალიზების ობიექტებში ვლინდება, გარდა ამისა სტანდარტებთან შეუსაბამობები ფიქსირდება პურის საცხობებში, ხორცპროდუქტების კონსერვების საწარმოებში, სასადილოებში, სკოლის ბუფეტები, ზოგიერთ კაფე-ბარებში, სასტუმროს სასადილოებში, მარკეტებში, საცხობში, მზა კერძების წარმოებაში.

სეს-ის მიერ შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და გამოვლენილი დარღვევები ინსპექტირების შედეგებშია მოცემული, რომელიც ნახვა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები