მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ბირჟებმა კორონავირუსის გამო $445 მლრდ დაკარგეს

5e382e7898611
ლევან თაღიაშვილი
03.02.20 18:40
746
კორონავირუსის გავლენა ჩინეთის ეკონომიკაზე ახალ მასშტაბებს იღებს.

ბირჟაზე ვაჭრობის გახსნისთანავე Shenzhen Component-ის ინდექსი 8.5%-ით დაეცა, Shanghai Composite-ის ინდექსი - 7.7%-ით. ჯამურად, ორივე ინდექსიდან დანაკარგი 445 მილიარდ დოლარს აჭარბებს. როგორც CNN წერს, 2015 წლის აგვისტოს ე.წ "შავი ორშაბათის" შემდეგ მსგავსი კლება შანხაის საფონდო ბირჟას არ ჰქონია.

რაც შეეხება შენჟენს, მსგავსი კლება ბოლოს 2007 წელს ფიქსირდება. 1.6%-ით გაუფასურდა ჩინური იუანიც.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟების დახურვამდე კორონავირუსის 800-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი 17 000-ზე მეტია აღრიცხული.

შეგახსენებთ, რომ ბირჟები 24 იანვრის შემდეგ დახურული იყო და მათი გახსნა 31 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვადებმა 3 თებერვლამდე გადაიწია.