მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსის დაახლოებით 500 შემთხვევა დაფიქსირდა

5e4fa06878356
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 23:15
963
როგორც CNBC-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ჩინეთის ციხეებში კორონავირუსის 512 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი სასჯელაღსრულების დაწესებულება განთავსებულია ჰუბეის პორვინციაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის 230 შემთხვევა დაფიქსირდა უხანის ქალთა კოლონიაში.

ხოლო, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რენჩენგის ციხეში კორონავირუსზე ტესტი 2 077 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 200 დადებითი იყო.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ციხეში ვირუსი ერთ-ერთი დაავადებული ოფიცრისგან გავრცელდა. 12 თებერვალს ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. მეორე დღეს ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ციხის კიდევ ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო და ციხეების ხელმძღვანელები აცხადებენ, მათ უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, ინფიცირებული პატიმრები კი გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში.