მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა III კვარტალში მოსალოდნელზე მეტად, 3.9%-ით გაიზარდა

63562fcf5aebe
გიორგი თოლორდავა
24.10.22 10:58
554
პანდემიისა და მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 3.9%-ით გაიზარდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ წლის I კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენდა, ლოკდაუნების დაწესების ფონზე კი II კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული მონაცემები ერთი კვირით ადრე, 18 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშპ-ის ზრდის მონაცემების გასაჯაროება მიზანმიმართულად გადადო მმართველი კომუნისტური პარტიის ისტორიულ არჩევნების დასრულებამდე, სადაც სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს პარტიის ლიდერად და ჩინეთის პრეზიდენტად.

ეკონომიკის 3.9%-იანი ზრდა ავტომობილების წარმოების 24%-იანი ზრდით, ინდუსტრიული წარმოების 6.3%-იანი და საინვესტიციო აქტივობის 5.9%-იანი მატებითაა განპირობებული.

საქალაქო დასახლებებში უმუშევრობის მაჩვენებელი 5.5%-მდე შემცირდა, თუმცა 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა ისევ უჩვეულოდ მაღალ, 17.9%-იან ნიშნულზე რჩება.

ქვეყნის წინაშე არსებული უმთავრესი გამოწვევა ისევ COVID-19, გაზრდილი ინფლაციის დონზე და უძრავი ქონების ბაზრის კრიზისია.


რა გეგმები აქვს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას? – სი ძინპინის განცხადების ანალიზი