მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ახალი ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - WHO რისკებზე მსჯელობს

5e289e32e0815
BM.GE
22.01.20 23:06
1307
ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უჰანში გამგზავრებისგან, სადაც დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, ქალაქში მცხოვრებლებს მოუწოდებენ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

უჰანში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთავრობამ ვირუსის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც ცნობილია, ახალი ვირუსი სწორედ ქალაქ უჰანიდან გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებში, ჩინეთში ამ დრომდე 440-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. ვირუსი დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაშიც.

ამასობაში, ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი შეხვედრას მართავს, რათა ვირუსის შედეგად გამოწვეული გლობალური რისკები შეაფასონ და გადაწყვიტონ, გამოაცხადონ თუ არა საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, როგორც ეს ღორის გრიპისა და ებოლას შემთხვევაში მოხდა.