მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ღამის კლუბები ახალი წესების დაცვით გაიხსნა

5ecb758558ba3
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.20 11:39
1308
ჩინეთში ღამის კლუბები ახალი წესების დაცვით გაიხსნა. ახალი კორონავირუსის პრევნეციის მიზნით, კლუბებში მკაცრად იცავენ დეზინფექციის ნორმებს და ნიღბების ტარება მოეთხოვებათ როგორც კლუბების სტუმრებს, ასევე, კლუბის თანამშრომლებს. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც შანხაიში მდებარე ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბი 44KW-ი აცხადებს, კლუბური ცხოვრება ჩინეთში „ნელ-ნელა იღვიძებს“ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები ნაკლებად ფიქსირდება.

კლუბის დამფუძნებელი ჩარლზ გუო აღნიშნავს, რომ კლუბი ისეთი დატვირთვით ვერ მუშაობს როგორც გასულ წელს, მაგრამ ღამის კლუბის სტუმრების რაოდენობა იზრდება. მისი განცხადებით, სტუმრებმა კლუბში შესვლის წინ უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები: გაიზომონ სიცხე, კლუბის წარმომადგენელს მიაწოდონ საკუთარ თავზე ინფორმაცია და დატოვონ საკონტაქტო ნომერი.

კლუბის მომსახურე პერსონალი აღჭურვილია ხელთათმანებით და ნიღბებით, მინის ჭურჭელის ნაცვლად იყენებენ ერთჯერად ჭურჭელს. კლუბი კარის სახელურების და საპირფარეშოების დეზინფექციას საათში ერთხელ უტარებს.  

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ღამის კლუბების გახსნა მარტის შუა რიცხვებშიც სცადა, მაგრამ კლუბებიდან კორონავირუსის გავრცლების შემთხვევები დადასტურდა, ამიტომ ამჯერად კლუბები ახალი წესების დაცვით გაიხსნა.