მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში სამთავრობო უწყებებიდან უცხოური კომპიუტერების გატანის ბრძანება გასცეს

5deeaf902e2ce
BM.GE
10.12.19 00:30
1063
ჩინეთმა სამთავრობო უწყებებიდან ყველა უცხოური კომპიუტერული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Financial Times-ი იტყობინება, მთავრობის განკარგულების მიხედვით, მომდევნო სამ წელიწადში საჯარო სამსახურებში აღარ უნდა იყოს მაგალითად ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორიცაა HP, Dell-ი და Microsoft-ი. წინასწარი გათვლებით, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს დაახლოებით 20-დან 30 მილიონამდე მოწყობილობის შეცვლას. კერძოდ, მათი 30% 2020 წელს, 50% 2021 წელს, ხოლო დანარჩენი 20% 2022 წელს ჩანაცვლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ისთან სავაჭრო დავის პარალელურად მიიღო. ვაშინგტონი ჩინური ტექნოლოგიების შეზღუდვას აგრძელებს. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეისთან“ თანამშრომლობა.