მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში Tesla-ს გაყიდვებმა მაისში 29%-ით მოიმატა

60c0d93a43146
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.21 21:48
715
ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის განცხადებით, Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები მაისში აპრილთან შედარებით 29%-ით გაიზარდა, შედეგად გასულ თვეს ჩინეთში Tesla-ს 33,463 ავტომობილი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს ავტომობილებზე ბოლო პერიოდში ძირითადად ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, მუხრუჭების პრობლემების ჩათვლით, მომხმარებელს შორის მოთხოვნა მაინც გაზრდილია და იგი ისევ რჩება ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების TOP-10-ში.

ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის ცნობით, Tesla-მ აპრილში 25,845 ავტომობილი გაყიდა, ხოლო მარტში - 35,478 ავტომობილი.