მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ელექტროჯიპები ევროპის ბაზრებზე გამოჩნდება

5dc92e5dc22e7
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 23:36
1428

Aiways U5-ი, შესაძლოა, პირველი ჩინური ელექტრომობილები გახდეს, რომელიც ევროპაში შევა. როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg-ი იუწყება, ელექტროჯიპები ევროპულ ბაზრებზე 2020 წლიდან გამოჩნდება. ავტომობილები 25.000 ევრო ეღირება, რაც დაახლოებით 28 ათასი დოლარია. ანალიტიკოსები უკვე ვარაუდობენ, რომ 4,70 მეტრიანი SUV მანქანები Tesla-ს და Volkswagen-ს კონკურენციას გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ ჩინელებმა მანქანის ევროპაში შეყვანისთვის ყველა სახის საჭირო სერტიფიცირება წარმატებით გაიარეს.



როგორც Bloomberg-ს Aiways-ს ჩინელმა დამფუძნებელმა განუცხადა, თავდაპირველად ელექტრომანქანებს ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში შეიყვანენ. რაც შეეხება ჩინეთს, იქ ავტომობილების გაყიდვა 2019 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. მანქანის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 200.000 იუანი იქნება, რაც დაახლოებით 26.000 ევროა.

 



როგორც ევროპული გამოცემები წერენ, ჩინელებისთვის ევროპული ბაზარი უაღრესად საინტერესოა. იმის გამო რომ, ჩინეთის მთავრობამ ელექტრომანქანების სუბსიდირება შეწყვიტა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაყიდვები საკმაოდ დაეცა.