მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კორეამ დიპლომატიურ კორპუსს კარანტინი დაუწესა

5e537602dd382
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.20 11:30
910
მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევებმა 760-ს მიაღწია, ჩრდილოეთ კორეამ სრული კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კარანტინში რჩება დიპლომატიური კორპუსი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კარანტინში მყოფი დიპლომატების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ასეულია. ქვეყანაში შეწყვეტილია ფრენები და გაუქმებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატები კარანტინს კორეის მთავრობის „პარანოიად“ აფასებენ, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

როგორც ჩრდილოეთ კორეაში განთავსებულ საელჩოებს განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით კარანტინი 1 მარტამდე გაგრძელდება.