მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კორეიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება

5e58d1085cf08
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 18:10
723
CNN სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება; საქმე ეხება გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის საელჩოებს, რომლებიც დღემდე კარანტინში რჩებიან.

სანდო წყაროზე დაყრდნობით დიპლომატიურ კორპუსს ჩრდილოეთ კორეის დატოვების და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების სურვილი აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ ვერ ხერხდება.

როგორც წყარო აცხადებს, დიპლომატიური კორპუსის საევაკუაციო ფრენა ჩრდილოეთ კორეიდან ვლადივასტოკში (რუსეთი) იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, ჩრდილოეთ კორეამ სრული კარანტინი გამოაცხადა. გამოცემა წერს, რომ დიპლომატები კარანტინს კორეის მთავრობის „პარანოიად“ აფასებენ, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.